პროექტირების საწყისს ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ობიექტის დეტალური ანალიზი და საჭიროებების ზუსტად განსაზღვრა, რათა საინჟინრო გაადწყვეტილებები და მთლიანად სისტემა დამყარებული და მორგებული იყოს ობიექტის რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.
ამ ეტაპზე ხდება:
- ობიექტის არქიტექტურული და ტექნიკური პარამეტრების შესწავლა
- დამკვეთის ოპერაციული მიზნებისა და ფუნქციური მოთხოვნების იდენტიფიცირება
- ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოებისა და სანდოობის პრიორიტეტიზაცია